saWmeli sokoebi - Rvinio
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомицеты |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Сыроежковые |
Семейство: | Сыроежковые |
Род: | Сыроежка |
Вид: | Сыроежка сине-жёлтая |
Международное научное название: | Russula cyanoxantha |
ღვინიო - (ინგ. Russula cyanoxantha) (რუს. Сыроежка сине-жёлтая)
სინონიმი: უცნობია.
Russula cyanoxantha-ს სინონიმია R. xyanoxantha, ის ფართოდ ცნობილია, როგორც ბაზიდიუმიანი სოკო. ეს სახეობა სხვა Russula-ს გვარის სახეობებისგან განსხვავდება იმით, რომ მისი ლამელები არ იხლიჩება, არის ნაზი და მოქნილი. ესაა Russula-ს გვარის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობა ევროპაში. ესაა საჭმელად ვარგისი სოკო.
1997 წელს გერმანიის სოკოს ასოციაციის მიერ მას წლის სოკოს სახელწოდება მიენიჭა.
აღწერილობა
ამ სოკოს ყველაზე ღირსშესანიშნავი მახასიათებელი არის სუსტი ლამლები, რომლის ცხიმიანობა შეხებით განიცდება, მოქნილია და არამტვრევადი. ქუდი 4-5 სმ. სიგანისაა; თავდაპირველად ის ამობურცულია, დროთა განმავლობაში კი ბრტყელდება და მომწვანედან ღია ყავისფერამდე შეფერილობისა შეიძლება იყოს (ისინი ფერით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან). ღერო ქათქათა თეთრია, ქვემოთ ოდნავ ამობურცული. სიმაღლით 10 სანტიმეტრამდე, 1,5-2,5 დიამეტრით. სპორებიც ქათქათა თეთრია. რკინის სულფატთან რეაქციაში მწვანდება. russula-ს სახეობე ბის უმრავლესობა (თუმცა, არა ყველა) იმავე რეაქციას გვაძლევს. ლამელების მოქნილობის მიხედვით დაჯგუფება სახეობის განსაზღვრის კარგი საშუალებაა.
გავრცელების ადგილები
Russula cyanoxantha იზრდება ოდნავ მჟავიანობით გამორჩეულ, თუმცა ნიტრატებით მდიდარ ნიადაგზე. როგორც ნებისმიერი სხვა სახეობის Russulas-ი, ესეც ასევე მიკორიზული სოკოა. ის უმეტესად გვხვდება წიფლოვან ტყეებში. ასევე ხშირად - ფოთლოვან და შერეულ ტყეებში. - მაისიდან ნოემბრამდე, ყველაზე მეტად კი ივლისიდან სექტემბრამდე.
გამოყენება
გამოიყენება სხვადასხვაგვარად; როცა ქორფაა, არის მყიფე, როგორც სხვა დანარჩენი საკვებად გამოსადეგი Russula-ები. მას დაკრავს თხილის უცნაური გემო.
მსგავსი სახეობები
რუხი-მწვანეს (Russula grisea) თავი არის უფრო მოლურჯო რუხი ფერის მაგრამ აქვს იისფერი ან მომწვანო შეფერილობა და ფაფუკი მალმები. ეს სოკო იზრდება ასევე შერეულ ტყეებში, უმეტესად წიფლის ქვეშ და იშვიათად წიწვოვან ტყეში.